გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 23 იანვრამდე საქართველოში ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.