ტიბეტური მედიცინის მიხედვით წლის სხვადასხვა დროს სასიცოცხლო ძალები ხან ძლიერდება, ხან სუსტდება, ყველაზე მეტი ზამთარშია, ყველაზე ნაკლები-ზაფხულში, შემოდგომაზე-ნახევარი ნახევარზე. გაზაფხულზე ორგანიზმი იფიტება, საჭიროა განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდოთ თირკმელებს, შემოდგომაზე-გულს, ზაფხულში- ღვიძლს.
გთავაზობთ ტიბეტურ “ჯანმრთელობის განრიგს”, რომლის გათვალისწინებაც დღის დაგეგმვისას დაგეხმარებთ.
9 სთ-დან 13 სთ-მდე ფიზიკურად და ინტელექტუალურად უფრო აქტიურები ვართ.
13 სთ-დან 15 სთ-მდე აქტივობა იკლებს, სამაგიეროდ ეს საუკეთესო დროა წამლების მისაღებად.
15 სთ-დან 17 სთ-ამდე სასიცოცხლო ძალების კლებას განვიცდით. ჩვენი შრომის უნარიანობა საშუალოზე დაბალია.თუ ამ დროს დაისვენებთ სასოცოცხლო ძალები აღდგება.
17 სთ-დან 19 სთ-ამდე ენერგიის დაგროვება გრძელდება.
19 სთ-დან 21 სთ-ამდე აქტივობის მეორე პიკი დგება. ძალის მოზღვავებას ვგრძნობთ.
21 სთ-დან 23 სთ-მდე საუკეთესო დროა ბავშვის ჩასახვისთვის.
23 სთ-დან ღამის პირველ საათამდე ძალიან ცუდი დროა, რადგან ამ დროს ნაღველი აქტიურად გამომუშავდება. ჩვენი სურვილის დამოუკიდებლად, გარშემომყოფთა მიმართ აგრესიულები ვხდებით. მაგრამ თუ დაიძინებთ, ძილში სასიცოცხლო ძალების ძილერი ”კვება” ხდება. ამიტომაც მართებულად ამბობენ, რომ დილა საღამოზე ბრძენია.
ავტორი