ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დაწესებულება “მომავალის” იურისტი ვარდო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ზოტის საბავშვო ბაღში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ერთ-ერთ ფოტოზე 9 თვის ნოე ადაძეა, რომელსაც ტკბილად სძინავს აკვანში.
“ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის ამ სურათის ნახვა. პატარა ნოე ადლაძე საბავშო ბაღის თანამშრომლის შვილია. ულამაზესი ბავშვია, საოცარი ემოცია მქონდა, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას ვარდო სიხარულიძემ.
პოსტში ვარდო სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ზოტის საბავშვო ბაღში მუდამ ახერხებენ მის გახარებას.
გიზიარებთ ზოტის საბავშვო ბაღში ფადაღებულ ფოტოებს.