2022 წლის განმავლობაში გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 168 დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, გურიაში 94 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.