ესპანეთის ციხეში მყოფი მეზღვაური 21 წლის ნუკრი გოგიტიძე დახმარებას ითხოვს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვას ავრცელებს ასევე, გოგიტიძის და, ნინო გოგიტიძე.
_ ესპანეთში დაკავებული მეზღვაური, ჩემი ძმა, ნუკრი გოგიტიძე, დახმარებას ითხოვს. მეზღვაური 2 წლის წინ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ესპანურმა პოლიციამ დააკავა. გემს, რომელზეც, ჩემი ძმა, პირველად იმყოფებოდა, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა, რომლის შესახებაც რიგით მეზღვაურებს, მათ შორის კიდევ სამ ქართველს, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და გემზე კონტრაქტით იმყოფებოდნენ.
ნუკრის სახაზინო ადვოკატი ჰყავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ნახა და არაფერს არ აკეთებს. იმის გამო რომ ოჯახს საშუალება არ აქვს, ვერ აჰყავს ადვოკატი, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ორი წელია ოჯახის წევრები ვცდილობთ სახელმწიფოსაგან დახმარების მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ გამოძიება კიდევ ორი წლით გრძელდება და ოთხწლიანი პატიმრობა უდანაშაულო ადამიანის შეიძლება?
ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან იყო მხოლოდ შეთავაზებები, ფულის სანაცვლოდ ეღიარა ის დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია.
მოვითხოვთ, შეწყვიტონ ზეწოლა უდანაშაულო მეზღვაურის, საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს თავის მოქალაქეზე, დაუნიშნოს ადვოკატი და დაიცვას თანამემამულე ამ უთანასწორო ბრძოლაში. სახელმწიფოს გულგრილობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა 27 წლის ნუკრი გოგიტიძეს სუიციდისკენ უბიძებს. გთხოვთ გადაარჩინეთ მეზღვაური რომელსაც დანაშაულს აბრალებენ და რომელსაც თავის სიცოცხლეში უკანონო გზით ფული ოჯახში არ შეუტანია. საქართველოს მთავრობა, გამოიჩინეთ ადამიანობა და თქვენ მაინც გადახედეთ ამ ადამიანის სუფთა წარსულს.
რადგანაც მეზღვაურის უფლებები არ არის დაცული და ხდება, მათი მეკობრეების მიერ გატაცება, უგზო უკვლოდ დაკარგვა და სხვა მრავალი უბედურებები. ნებისმიერი მეზღვაური შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს განსაცდელშიც. ყველა მეზღვაურის ვალია, რომ დაიცვან მათი უფლებები და დაეხმარონ ერთმანეთს. გთხოთ გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა ყველამ ნახოს თუ რა ხდებ აქ, _ წერს ნინო გოგიტიძე.