“თურქეთში, სამაშველო ღონისძიებებს, გურიის მეხანძრე- მაშველთა ათეული შეუერთდება, მათ შორის სამი ჩოხატაურელი – ვანო კეკელიძე, ლაშა ანთიძე და ვახტანგ ოსეფაიშვილი”,_ აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.