35 წლის მამაკაცი ქალისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამო მოკლეს. მარტყოფში მომხდარი მკვლელობის მოტივი სასამართლო დარბაზში პროკურატურამ გაახმოვანა.
საგამოძიებო უწყებას ნიკა სალთხუციშვილის წინააღმდეგ მეუღლის ჩვენებაც აქვს. სისხლიან ანგარიშსწორებას ათამდე მოწმე ჰყავს. ამის მიუხედავად, დაკავებული მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მეგობრის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს, თუმცა, მაია შოშიაშვილმა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდა.