ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი „არავითარ შემთხვევაში“ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, თუ უკრაინა ქვეყანას თავს დაესხმება.
”ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, ვიცით რა არის ომი და არ გვინდა ომი. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ჩვენი ჯარების გაგზავნას უკრაინაში, თუ თქვენ არ აპირებთ აგრესიის განხორციელებას ბელარუსის წინააღმდეგ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირეა იურიდიულად, მორალურად და პოლიტიკურად”, – თქვა ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე.
ბელარუსის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთს მისთვის „არასდროს უთხოვია“ უკრაინაში ერთობლივი ომის დაწყება.
ცნობისთვის, ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ორი ქვეყანა ინარჩუნებს სამხედრო ძალების ერთობლივ დაჯგუფებას.
რუსეთმა, 2022 წელს უკრაინაში შეჭრისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი შეჭრის პუნქტი.
გასული წლის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ხელს უწყობდა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ბელორუსის ჯარები შეიძლება შეუერთდნენ რუსეთის ძალებს უკრაინაში, მაგრამ ლუკაშენკომ არაერთხელ უარყო ამის შესახებ ვარაუდი.
ავტორი