“გურია ნიუსის” ჟურნალისტი, რუსა ოქრუაშვილი მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც დაშავებული ჰყვება, მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მის სიახლოვეს იმყოფებოდა, საკვები მიაწოდა, თუმცა, ძაღლი მას ხელზე ეცა და რამდენჯერმე უკბინა.
პირველადი დახმარება დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.