ცოტა ხნის წინ ინგლისელმა მომღერალმა, ჯგუფი “Spice Girls”-ის ყოფილმა წევრმა, ამჟამად ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლემ ვიქტორია ადამსმა ბრიტანულ მასმედიასთან ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. აღმოჩნდა რომ ქალბატონი ვიქტორია წიგნებს არ კითხულობს.
ადამსის მტკიცებით, ცხოვრების განმავლობაში არც ერთი წიგნი წაკითხული არ აქვს. ჟურნალების თვალიერება და მუსიკის მოსმენა უყვარს.
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ დღის სინათლე იხილა ვიქტორიას ავტობიოგრაფიულმა ნაშრომმა “ვსწავლობ ფრენას”. გაირკვა რომ მოგონებების ეს კრებული სპეციალურად დაქირავებულმა ჟურნალისტმა დაწერა.
“არც ერთი წიგნი ცხოვრებაში არ წამიკითხავს. მე უბრალოდ ამის დრო არ მაქვს. უპირატესობას მშვიდ ვითარებაში მუსიკის მოსმენას ვანიჭებ. თუმცა ყველაზე მეტად მოდების ჟურნალის კითხვა მსიამოვნებს”, – განაცხადა ვიქტორია ადამსმა.
ავტორი