მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიო უამრავი აქტივობით ეხმაურება და ტრადიციულად, უკვე მე-14 წელია მსოფლიოს საქართველოც უერთდება.
გაიმართა ღონისძიება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის მხარდაჭერით. შეხვედრაზე სპიკერებმა მკურნალობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 2023 წლის გზავნილია “გააზიარე შენი ფერები”.
ფონდის ცნობით, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, ეს დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს. მათი 70% ვლინდება ბავშვთა ასაკში, დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება.