ამ დროისთვის მოძრაობაა აღდგენილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფონა- ჩუმათელეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა, დაახლოებით, სამი საათი წინ აღდგა. გზის ჩაკეტვის მიზეზი მეწყერი აღმოჩნდა, რაც თოვლის დნობას და ძლიერ წვიმებს მოჰყვა.
,,ხარაგაულის მერიის, იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციის, ხაშურის მერიის და საავატომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, კონტრაქტორი კომპანია ,,არალის“ მიერ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამჟამად გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან”. -,,გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ინგა ბერაძემ.
ავტორი