უკრაინული ძალები აკონტროლებენ ბახმუტისკენ მთავარ გზას,_ ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტმა ნაზარენკომ განაცხადა CNN-თან.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ბახმუტ-კოსტიანტინივკას გზატკეცილს, ის საკმაოდ სტაბილურია. სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ და მის გარეუბანში ძალიან ჰგავს ჯოჯოხეთს, ისევე როგორც მთელ აღმოსავლეთ ფრონტზე“, – განაცხადა ნაზარენკომ.
მისი თქმით, ბახმუტ-კოსტიანტინივკას გზატკეცილი გადამწყვეტი მარშრუტია ქალაქში მარაგის მისაღებად.
„მტერი ეძებს სისუსტეებს, ცდილობს ჩვენი ძალების ყურადღების გადატანას ბრძოლით, ჩვენი რეზერვების გაყვანით, სხვადასხვა მეთოდებისა და ტაქტიკის შერწყმას. თუმცა ისინი მარცხდებიან“, – აღნიშნა ნაზარენკომ.