16-წლიანი ემიგრაციის შემდეგშვილმა დედა სახლში არ მიიღო და ის თავშესაფარში ცხოვრობს. ყოფილი ემიგრანტი ქალი, ნინო გვაზავა თავისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ემიგრანტი ტვ-სთან ჰყვება.
“გაყიდა ჩემმა შვილმა თემქაზე ბინა, რაღა უნდა მექნა, ავდექი და წავედი საბერძნეთში. კვირაში მქონდა თითქმის 400 ევრო მქონდა. აბა მე რად მინდოდა, სახლში ორი ბავში მელოდებოდა. ყველაფერს იქედან ვაგზავნიდი”.
ნინო გვაზავა 16 წელი მუშაობდა საზღვარგარეთ უსაბუთოდ. იქ ყოფნისას ქალიშვილი გარდაეცვალა და ჩამოსვლა ვერ შეძლო. ნერვიულობით ინერვიულა და ინფარქტი განუვითარდა. მუშაობა აღარ შეეძლო, ამიტომ სამშობლოში დაბრუნდა. ფრენისას კიდევ განუვითარდა ინფარქტი და თვითმფრინავიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. სადაც შვილმა არც კი ინახულა.
ამხანაგის შვილმა, რომ გაიგო ჩემი ავადმყოფობა, სახლში წამიყვანა. მოძებნეს, სად ცხოვრობდა ჩემი შვილი.
მე ხომ გითხარი არ ჩამოხვიდე, რისთვის ჩამოხვედი, არ მინდიხარო, _ მითხრა. ჯერ ქირით ვცხოვრობდი, მერე აქ მოვაგენი, ვნახე პირობები და დავრჩი.
ავადმყოფი ქალი ვარ, არარავის არარ ვუნდივარ. თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა, რაც ჩემმა შვილმა გააკეთა. რამე რომ გტკივა, ხომ დედას ეძახით”, _ ჰყვება ნინო გვაზავა.