თბილისში, პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქ შეკრებილი ადამიანები ითხოვენ, რომ გუშინა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები გაანთავისუფლონ და კანონპროექტი უკან გაიწვიონ. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება.