საქართველო საპროტესტო აქციების შემდეგ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას გეგმავს – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The New York Times სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, მომიტინგეების მზარდი ზეწოლის გამო, საქართველოს მმართველმა პარტიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ გაიწვიონ შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, რუსეთის კანონის მსგავსია, რომელსაც კრემლი იყენებს ოპოზიციური საინფორმაციო საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიის მიზნით.
,,გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზედიზედ მეორედ დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სპეცრაზმის თანამშრომლებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და გამაოგნებელი ყუმბარები გამოიყენეს შუაღამეს ხალხის დასაშლელად. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში პოლიციამ განაცხადა, რომ ორდღიანი საპროტესტო აქციის განმავლობაში წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 133 მომიტინგე დააკავა,“ – წერს გამოცემა.
The New York Times აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომელიც პირველის მოსმენით მიიღო პარლამენტმა სამშაბათს, ითვალისწინებს ქართულ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსების მნიშვნელოვან რაოდენობას საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტებად. მათ სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ, თუ ისინი არ დაემორჩილებიან.
,,ქართული ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ კანონი შეიქმნა 2012 წელს რუსეთში შემოღებული მსგავსი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებაზე და პროდასავლურ მედიასაშუალებებზე. ქუჩებში მომიტინგეები სკანდირებდნენ „არა რუსეთის კანონს“ საპროტესტო აქციაზე ორი ღამის განმავლობაში,“ -აღნიშნავს გამოცემა.
The New York Times, ასევე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა მომიტინგეებს, რომელც დაგმო კანონმდებლობა, როგორც ფარული მცდელობა დანერგოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იარაღი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვ. პუტინმა გამოიყენა თავის ქვეყანაში განსხვავებული აზრის დასათრგუნად. კანონი საქართველოში განიხილება როგორც ზიანის მიყენებას ქვეყნის ისედაც შეჩერებულ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
,,პრეზიდენტი ზურაბიშვილი დისტანცირებულია “ოცნების” პარტიისგან, მას შემდეგ, რაც მათ თავდაპირველად მხარი დაუჭირეს მის კამპანიას 2018 წელს. ექსპერტები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს შემოთავაზებული „საგარეო აგენტების კანონი“ იმის ნიშანს, რომ საქართველო დაბრუნდა რუსეთის კონტროლის ორბიტაზე ან შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ხელისუფლებაში ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, მმართველი პარტია იყენებს ბატონ პუტინის კარგად აპრობირებულ მეთოდებს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენისთვის,“ – წერს ამერიკული გამოცემა.
საქართველომ მტკივნეული ომი აწარმოა რუსეთთან 2008 წელს. მას შემდეგ მოსკოვი ინარჩუნებს სამხედრო კონტროლს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე.
ქართული პოლიტიკის ანალიტიკოსის, მიხეილ კეჭაყმაძის თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება წარმოადგენს ოპოზიციისა და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების “ტაქტიკურ გამარჯვებას”. თუმცა, მისი თქმით, არ არის გარკვეული, რომ „ამ კანონის ეს გვერდი მართლაც დახურულია“.
”ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის დიდი ნდობა არ არის,” – თქვა მან.
ავტორი