დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, მეოჯახე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ ჩათლით საჭიროდ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე.
ყურადღებით შეამოქმეთ ყველა დოკუმენტი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ახლობლებისთვის წვეულების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარგალიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.