ყოველთვის ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, ჩემი ლანჩხუთით, რადგან არასდროს, არსად არ მინახავს ასეთი სიკეთით სავსე გონიერი, სხარტი და ენაკვიმატი ადამიანები.
გურია, რომ ნიჭიერი ადამიანების სამოსახლოა ეს მთელმა დუნიამ იცის .
ეხლა ერთ გურულ, სიკეთით სავსე ბიჭზე მინდა დავწერო, რომელიც გულანთებული, გაბრწყინებული თვალებით უანგაროდ, აკეთებს სიკეთეს, სადაც კი ამის შესაძლებლობა ეძლევა. იშვიათად მინახავს დღეს ასეთი ადამიანი.
როცა გურიაში ჩამოვდივარ, განსაკუთრებით მიხარია მისი ნახვა, თუმცა, მაქსიმუმ, ათი წუთი და… მისი ტელეფონი არ ჩერდება, ყველა საშველად უხმობს.. ზოგი ავადაა, ექიმი უნდა მიუყვანოს, ვის რეკომენდაცია უნდა გაუწიოს ბანკში.
ზოგს წამალი ჭირდება, ზოგს შეშა აქვს დასახერხი, ონკანი შესაკეთებელი.. მოკლედ საკეთებელს რა გამოლევს
ეს ყველაფერი კი კახი ლაღიძეს შეუძლია .
დახმარება დაუზარებლად და დიდი სიამივნებით..
ნებისმიერი ლანჩხუთელი დამეთანხმება, ვინც მას იცნობს!
მოკლედ, მომინდა, ამ ნათელ კაცს მოვფერებოდი!
სიკეთე ხომ გადამდებია.. დიდხანს იყავი, ჩემო ძამიკო..
ჩემი ლანჩხუთლები კი მანდ ჩემზე უკეთ მოგეფერებიან !
წარმატებები არ მოგკლებოდეს, კახი!
პ.ს. დავპირდი ჩემ ჟურნალში , დავწერ შენზე მეთქი..
არაო თავი გაიგიჟა., _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალ “მზერას” რედაქტორი მაკა გიგინეიშვილი.