გურიაში ვენახების კადასტრი იქმნება. საკითხის შესახებ შეხვედრა უკვე შედგა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ვაჭარაძეს და მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსს დავით მაღრაძეს შორის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის საშუალებით მოხდება შესაბამის ნაკვეთებზე ინფორმაციის შეკრება და მათი მუდმივი განახლება.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში მევენახეების ინტერესების დაცვას, ყურძნის ხარისხის ამაღლებასა და მეღვინეობის განვითარებას.
უფრო კონკრეტულად, იმის შესახებ თუ რას ისახავს მიზნად ვენახების კადასტრის პროგრამა, “გურია ნიუსი” მალე ვრცლად გიამბობთ.