ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე “წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგოზე”, სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლებაზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
“მხოლოდ ფაქტები – სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკვშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და იყო და ნათესავი. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს – წაიკითხავდით ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიატის წინააღმდეგ მალაპარაკოს – სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს”.
შეგახსენებთ, რომ სალომე კენჭიაშვილის დამ, სოფო კენჭიაშვილმა დაწერა სტატუსი, რომ არ სჭირდებოდა სალომეს სტეპენდია გიორგი კეკელიძისგან.
“ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.
არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.
არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი” _ დაწერა სოფია კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში.