„41-ი კრამიტი დაგიცურდათ? ვინც თქვენს დაკრულზე არ ცეკვავს და თავის აზრს, სიტყვას აფიქსირებს, რის უფლებაც საქართველოს კონსტიტუცით და ევროპული კონვენციით მინიჭებულ აქვს, ვინც რუსებს ხალიჩას არ უფენს და რიგითმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა 7-9 მარტის აქციაზე არა “რუსულ კანონს” პროტესტი გამოხატეს, რადიკალები ვართ?
ძალიან სიღრმისეულად გაქვთ და შემდგომში ძალიან გაგიჭირდებათ გამოსვლა.
საქართველო და მისი მოსახლეობა შ.პ.ს 41-ე & კომპანიას, თავის საკუთრება ხომ არ ჰგონია?
მართალია დეზერტირების ბაზარი მოსკოვში გადაიტანეთ, ხოდა წადით წაიღეთ მწვანილი და გაყიდეთ, ოღონდ საქართველოს ვერ გაიტანთ გასაყიდად.
არა ვართ, ბიძიკო, ჩვენ ბრმები, მუნჯები და ყრუები.“ _ დაწერა სოციალურ ქსელში ადვოკატმა მიხეილ რამიშილმა.