ოზურგეთის მუნიცილალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში, ქალაქში, შსს საპატრულო სამსახურისთვის ახალი ოფისის აშენების თაობაზე. ამავე შენობაში, გურიის გარემოს დაცვის დეპარტამენტი და მანდატურის სამსახურიც განთავსდება.
ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწის ნაკვეთი ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე უკვე გამოყო.
ეს იყო ნახევარი ჰექტარი, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს.
ოზურგეთის საკრებულოს მიერ მირებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ “ოზურგეთის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, 5,500 კვ.მ. დანიშნულება არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი, გადაეცეს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, სახელმწიფოს შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადასაცემად.”
ავტორი