ამ დილით შემაძრწუნებლად სამწუხარო ამბავმა ჩამოუქროლა ჩოხატაურს _ კუსა თავართქილაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში კუსას მამამ, ბატონმა კოტე თავართქილაძემაც დაწერა.
“ხალხნო, შვილი მომიკვდა ჩემი სიყრმის შვილი…
ჩემი ვაჟკაცი.
ჩემი კუსა ( იური) თავართქილაძე…
ჩემი ოჯახის ბურჯი. 55 წლის ასაკში.
10 წუთში სრულიად საღსალამათი ჩიტივით ჩამაკვდა ხელში.
გავუბედურდი”… _ წერს ბატონი კოტე.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს კუსა თავართქილაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, დას, ყველა ახლობელს.