სამწუხარო ამბავი! _ გარდაიცვალა დამსახურებული, ღვაწლმოსილი, ფოთელი ექიმი სოსო ბობოხიძე, _ ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი ფოთი ავრცელებს.
თანაქალაქელები, მეგობრები და პაციენტები მწუხარებას გამოთქვამენ და ემშვიდობებიან საყვარელ ადამიანს.
“სოსო, როგორ მატკინე გული. შენ არ იმსახურებდი ასე ადრე და ასეთ სიკვდილს. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველში. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ დანაკლის’
რა დასანანი … ვუსამძიმრებ მთელ ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატიოსანი და ინტელიგენტი სოსოს სული;
რა საწყენია, როცა ასეთი დიდებული ადამიანები მიდიან,მიდიან უდროოდ, თანაუგრძნობ ოჯახს, ქალაქს, ახლობლებს. სინათლე ჰქონდეს მარადიულ გზაზე!” _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ექიმის ახლობლები.