“დაუკარით ოსურიო, მურუსიძეა მოსულიოო… დაკა დოლი, გაწი გარმონიიი…
იგუგუნა ჩემმა ბიჭმაა? აღდგა სამართალიიი… ?
სანქციები არა @@@ დაცხეთ კლარნეტიიი.” _ წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე.
ცნობისთვის, მოსამართლეები გორში, რესტორან “ჭაშნაგირში” ქეიფობდნენ და ამბობდნენ, რომ მოსამართლის დღეს აღნიშნავდნენ. რესტორანში იმყოფებოდა ამერიკის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.