ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგედია დატრიალდა.
გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
,,ეს არის ტრაგედია. ექიმებმა განაცხადეს, რომ ხუთივე ადამიანი, ვინც ტოიოტას მარკის მანქანაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა“, – განუცხადა ,,აპსნიპრესს” რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზოსმა გიცბამ.
ინციდენტის დეტალები ზუსტდება.
დაღუპულები 25 – დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან.
“პრაიმტაიმი”