ტრაგედია დატრიალდა ძეგვში – 12 წლის ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი არაგვში დაიხრჩო.
„ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ „არას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს ხვალ… ხვალ მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს დღეს… როგორ გაგიტყუა მზიანმა ამინდმა საბანაოდ… ხვალ შენს ცარიელ მერხზე უამრავ წერილს დაგიტოვებთ…. ხვალ ერთმანეთს გავამხნევებთ, დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ კლასიდან ანგელოზად გაგვეპარე…. ხვალ… ზეგ… მაზეგ… სულ…სამუდამოდ 12 წლის გიოდ დაგიტივებთ გულებში…“– წერს პედაგოგი.
“პრაიმტაიმი”