საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ სჭირდება გაარკვიოს მისი ურთიერთობაში ევროკავშირთან და ნატოსთან. – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს მისი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. რატომ ემსახურება პრორუსულ ნარატივს? და ახდენს რუსეთის გამანადგურებელი ომის რელატივიზაციას უკრაინის წინააღმდეგ? ამით ის ეწინააღმდეგება მისი ხალხის ინტერესს, რომელიც მშვიდობისკენ მიისწრაფვის,” – წერს მაიკლ როთი.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.
ავტორი