კიევში, რადას შენობის გვერდით ჯარისკაცის დაღლილი სახე შორს იყურება. ფრესკა, დაახლოებით, ხუთსართულიანია და გამოსახულია დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცი ალექსანდრე მაციევსკი , რომელიც რუსულმა ძალებმა გასულ წელს სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც მან დაიყვირა სიტყვები “დიდება უკრაინას”. – წერს CNN.
,,ფრესკა არის ფრანგი ქუჩის მხატვრის კრისტიან გუემის მიერ შესრულებული, ცნობილი როგორც C215, ნამუშევარი ერთ-ერთია იმ მრავალ ნამუშევრთაგან, რომელიც მან შექმნა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგობის აღსანიშნავად.“ – წერს გამოცემა.
ფრესკის დასრულებამდე იგი შეხვდა მაციევსკის ქვრივს და დედას.
„როგორც ყველაფერს, რასაც ვაკეთებ უკრაინისთვისაა, ეს გავაკეთე უფასოდ და ენთუზიაზმით.
მე ვამაყობ და თავმდაბალი ვარ ამ ფრესკით. ნამდვილი გიგანტის წინაშე დგომა, რომელმაც ამაყად უარი თქვა უკრაინის ღალატზე, თქვა „დიდება უკრაინას“… შეიძლება უბრალოდ გაგრძნობინოთ თავი პატარად.
მე უბრალოდ მხატვარი ვარ, ერთგვარი მხატვრობის ინსტრუმენტი და ჩემი ვალდებულებაა მხარი დავუჭირო უკრაინას ჩემი უნარებით,” – განუცხადა გიემიმ CNN-ს.
პარიზში მცხოვრები, გუემი წარსულში თანამშრომლობდა ბრიტანელ მხატვარ ბენქსისთან, რომელიც, ასევე ქმნიდა ნამუშევრებს უკრაინაში. მაგრამ ის ამბობს, რომ მათი სტილი განსხვავებულია: “იყო ფრანგი ტრაგედიის სათანადო განცდას იძლევა და არა ირონიას.”
გიემი ახლა ხშირად სტუმრობს უკრაინას, მაგრამ მან, ასევე გამოიტანა ქვეყნის ბრძოლა საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში.
ავტორი