ადამიანის დანიშნულებას და ხასიათს მისი დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი) განსაზღვრავს. ნუმეროლოგია, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღიდან გამომდინარე განმარტავს მის ხასიათსა და შესაძლებლობებს, გვკარნახობს მიზანს, რომლის მიღწევაც ხელგვეწიფება, თანაც აუცილებელია და გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბედი სიურპრიზებს გვთავაზობს.
როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი?
შეკრიბეთ თქვენი დაბადების თარიღის ყველა ციფრი და ერთ ციფრამდე დაიყვანეთ. ვთქვათ, ვიღაც 1999 წლის 12 ოქტომბერს (მეათე თვე) დაიბადა. 1+9+9+9+1+2+1+0=32. 3+2 =5. ამ ადამიანის ცხოვრების ძირითადი რიცხვი „ხუთიანი“ იქნება. ახლა ვნახოთ, „ვინ ვინ არის“:
- ერთიანები – ნებისყოფიანები, შეუპოვრები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან, ბრძოლაში გადაეშვან. იღბლიანი დღე – კვირა, ფერი – თეთრი, სურნელი – სანდალოზი, თილისმა – ბრილიანტი.
- ორიანები – ალტრუისტები არიან. მათ ამქვეყნად მშვიდობა და სიწყნარე მოაქვთ. ისინი ბრძენები და ნებისყოფიანი არიან. იღბლიანი დღე – კვირა. ფერი – მოვერცხლისფრო-რუხი, სურნელი – იასამანი, თილისმა – თეთრი ოქრო.
- სამიანები – ნიჭიერები, მაგრამ მოუთმენლები, თუმცა გატაცებული იდეალისტები არიან, მათ არც პრაქტიკულობა აკლიათ. იღბლიანი დღე – შაბათი, ფერი – შავი, სურნელი – მუშკი, თილისმა – ამეთვისტო.
- ოთხიანები – ხელისუფლებისკენ ილტვიან, ბუნებით ლიდერები, შეუპოვრები, გაწონასწორებულები და პატიოსნები არიან. იღბლიანი დღე – ხუთშაბათი, ფერი – ლურჯი, სურნელი – ლევკოიონი, თილისმა – საფირონი.
- ხუთიანები – კონფლიქტურობით გამოირჩევიან; დღევანდელი დღე არ აკმაყოფილებთ და მუდამ წინ ისწრაფვიან, ძლიერები, გაბედულები და ენერგიულები არიან. მათი დღეა სამშაბათი, ფერი – ყვითელი, სურნელი – დარიჩინი, თილისმა – ლალი.
- ექვსიანები – გაწონასწორებულები, კარგი საურთიერთობო, საიმედო და ხალისიანები არიან. მათთვის იღბლიანი დღეა სამშაბათი, ფერი – ოქროსფერი, თილისმა – ოქრო.
- შვიდიანები – უბრალოდ, მოვალენი არიან გაიმარჯვონ. მათ მდიდარი ფანტაზია, ძლიერი ინტუიცია და ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ. იღბლიანი დღეა პარასკევი, ფერი – მწვანე, სურნელი – ვარდი, თილისმა – ზურმუხტი.
- რვიანები – ორგანიზებულები და გაბედულები არიან, აქვთ დარწმუნების უნარი და ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენენ სხვებზე. მათი დღეა ოთხშაბათი, ფერი – ყავისფერი, სურნელი – ჟასმინი, თილისმა – ტოპაზი.
- ცხრიანები – შემოქმედებითი შრომისკენ ილტვიან. მათ ძლიერი ინტუიცია და მტკიცე რწმენა აქვთ. იღბლიანი დღეა ორშაბათი, ფერი – მოყვითალო-მწვანე, სურნელი – შროშანი, თილისმა – ონიქსი.
-
ავტორი