ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
სოფელ ზოტში გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც მერიაში ამბობენ, ადგილზე ამ დროისთვის უკვე გაგზავნილია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
გარდა ამისა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ზემოსურებშიც, სადაც ცენტრალური და შიდა საუბნო გზები დაიტბორა.
მერიაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.