კირჩხიბი
ამ კაცს ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ დედაზე უკეთ შეუძლია ბავშვის მოვლა. დაწყებული პამპერსის გამოცვლით, დასრულებული კვებითა და ბანაობით – თამამად შეგიძლიათ პატარას ბედი ანდოთ. იგი არათუ რამეს დაუშავებს თავის ნაშიერს, პირიქით, ზედმეტი მონდომებითაც კი მოეპყრობა და მეტისმეტი სიყვარულით შეიძლება, დედის როლი მნიშვნელოვნად შეასუსტოს მისი აღზრდის საქმეში.
უფრო დიდ ასაკში კი საკუთარ თავზე აიღებს პოტენციური სარძლო-სასიძოების მონიტორინგსა და კონტროლს და თითქმის არასოდეს მოეწონება არც ერთი მათგანი. ან თუ მოეწონება, მთელი სიცოცხლის მანძილზე გაატარებს პერიოდულად მძაფრი კრიტიკის ქვეშ.
მორიელი
იგი ყურადღებიანი, მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამაა. მისი აღზრდის მეთოდები სპარტანულია. მამა მორიელი არასოდეს აძლევს შვილებს უაზროდ ცელქობისა და დროის ფუჭად ფლანგვის უფლებას.
თუმცა, სიმკაცრესთან ერთად, იგი ამ საქციელის კომპენსაციას პატარებთან გულითადი საუბრებითა და ბრძნული დარიგებებით ცდილობს. მას არასოდეს ეზარება შვილების ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხში გაცნობიერება და ყოველთვის ცდილობს, პატარა ასაკიდანვე ასწავლოს მათ საკუთარი თავისა და პოზიციის დაცვა.
ავტორი