მარიამ ჯინჭარაძე ეროვნულებზე ქულებით ლიდერთა შორისაა.
მარიამმა ქართულში, ინგლისურში და ისტორიაში ჩააბარა გამოცდა. მისი შედეგი კი ასეთია.
მაქსიმალური 60 ქულიდან, ქართულში მარიამის ნაშრომი 58 ქულით შეფასდა; ინგლისურში მაქსიმალური 70-დან 68 ქულით, ხოლო ისტორიაში 60-დან 56 ქულით.
მარიამს სურს სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს.
ვულოცავთ მარიამს ეროვნული გამოცდების ბრწყინვალე შედეგით ჩაბარებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.