ცნობილია, რომ ნიუ-იორკში მარტოხელა ასაკოვნების მოვლასა და გართობაზე 800-ზე მეტი რობოტი იზრუნებს. რობოტები შექმნილია 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. რობოტ „ElliQ“-ს შეუძლია უპასუხოს კითხვებს, ესაუბროს ადამიანს, შეგვახსენოს კონკრეტული ინფორმაცია და სხვა.
„ElliQ“-ს ძალიან ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს. მას შეუძლია დაიმახსოვროს ინდივიდთან ინტერაქცია, ფოკუსირებულია მეპატრონის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე. მეტიც, სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებისთვისაც გამოსადეგია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის: მოგონებები, მეგობრობა და სითბო“, – განაცხადეს ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენლებმა.
სავარაუდოა, რომ „ElliQ“ გარკვეულ დახმარებას გაუწევს მარტოხელა ასაკოვნებს. ეს შეიძლება სულაც ახალ ტრენდად იქცეს და მალე სულ უფრო მეტი რობოტი ვნახოთ ასაკოვან ადამიანებთან ერთად. ერთი რამ ფაქტია, ჩვენი სამყარო მუდმივად იცვლება და მომავალი არასდროს იქნება ისეთი როგორიც აწმყოა.
ავტორი