რთული ვითარებაა გურიაში, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან.
“გურია ნიუსს” არაერთი ადამიანი უკავშირდება და სთხოვს ინფორმაცია რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან მიიტანოს, რომ დროულად მოხდეს მათთვის დახმარების გაწევა.
“ჩახერგილია გზები, არ მოგვეწოდება ელექტროენერგია, წყალი. ვინმემ მოგვხედოს”, _ გვწერენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომიდან (ხრიალეთი).
“გურია ნიუსი” ჩვენთან შემოსულ ინფორმაციას აწვდის გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს.
შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ოზურგეთში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ასევე,ამოქმედებულია ცხელი ხაზი 577 601 304