დღეს, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი 4,50 ან 5 ლარი ღირს. უმეტესად, მარკეტებში ხუთ ლარს აფასებენ.
_ ადრე ყანებში თხილი გავაშენეთ, ახლა ავჭრით თხილს, სიმინდს დავთესავთ, რა სჯობს, „კაფე-თესე“, თესე-კაფე“ _ასე სიმწრის ხუმრობით, ყბისაქცევებით საუბრობენ დილაადრიან გურულები.
_ მთავრობამ კი შეგვაძულა აი ხვნა-თესვა და რომ ჰკითხო, გვეხმარებიან. ერთი, ვინმემ გადახედოს, რა ღირს საწვავი, დახვნა, დათესვა, დაფარცხვა, სასუქი…მერე გათოხნა, გამარგვლა, სასუქი, მოტეხვა და დაბინვება…და ვაუჩერზე დარიცხული ქულები თუ ჰყოფნის ამ საქმეს, თვალებში შეგვხედონ და ისე გვითხრან. ვინმემ არითმეტიკა ხომ იცის ზემოთ, ნეტაი… არადა, ხალხს გვაბრალებენ, შრომა გეზარებათო…ყველა მუქთახორა ეტყვის ამას ადამიანს და რეალობის არმცოდნე, _ გვეუბნებიან რიგითი ოზურგეთელები, ჯონი ღლონტი, ვანო ლომჯარია, თინა მეგრელაძე და სხვები, რომლებიც ასევე გვთხოვენ, აქტიურად ვწეროთ ამ თემაზე.
როცა ვპასუხობთ, რომ არაერთხელ შუქდება ხვნა-თესვის პრობლემებზე საკითხები, ისევ ხუმრობას ამჯობინებენ პასუხად: არც თქვენ თუ არ გიჯერებენ, აბა, ჩვენ ვინ დაგვიჯერებს სიმრთლეს და ტყუილები ხალხზე უფრო, მთავრობამ იცისო…
სავარაუდოდ, სიმინდის ფქვილის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ მალე მოსავლის აღების დროცაა, არ დაიკლებს, რადგან, გურიაში თითო-ოროლა ადამიანს თუ ჰქონდა ყანა დათესილი.
ავტორი