ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიდები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები ქალაქ სდეროთში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და დაიჭრა 15.
“გურია ნიუსი” ისრაელში მყოფ მოქალაქეებს დაუკავშირდა.
“ომია, ტერორისტები შემოიჭრნენ სამხრეთ ნაწილში. ჩვენთან სროლებია და განგაში. ახლა ამოვედით თავშესაფრიდან. გავრბივართ და გამოვრბივართ. დღეს სამსახურიდან დაგვითხოვეს”;
“მოულოდნელად შემოიჭრნენ, ჯერ კიდევ თავშესაფარში ვართ, განგაში და სირენები არ წყდება. ბავშვები ძალიან შეშინდნენ. დაიბომბა ქალაქები. ქვეყანა საჰაერო დაცვაზეა გადასული. ღმერთო, მოგვეცი მშვიდობა!”
“ადგილობრივები ამბობენ ასეთი ომი აქ არ ახსოვთო. ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ ძლიერი ქვეყანაა და მჯერა, ძალიან მალე კეთილად დასრულდება”, _ ამბობენ გურია ნიუსთან ისრაელში მყოფი ქართველები.