იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი და კიდევ ერთი პირი, კობა პაიჭაძე, დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გიჩო მარგველაშვილი 2023 წლის 4 მაისს, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა.
მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა და ადგილზე მოკლა. კამლაძე სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.