“ვითვალისწინებ რა ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები”, – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ჟურნალისტებთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული კითხვის პასუხად საუბრობს.
ჩემი მოლოდინი არის შემდეგი – ვითვალისწინებ რა ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე, ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, უკრაინას და ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ შედარებით საქართველოსთან. მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მე არ მინდა, ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი კოლეგების გდაწყვეტილებას, – თქვა ღარიბაშვილმა.