ჰელი ბერი კარიერის დაწყებამდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ უსახლკაროთა თავშესაფარში ათევდა ღამეებს.
სილვესტერ სტალონე სანამ „Rocky“-ში გადაიღებდნენ ავტობუსების სადგურში ცხოვრობდა, რადგან გადასახადის გადაუხდელობის გამო ნიუ-იორკში დაქირავებული ბინიდან გააგდეს.
მშობლების დაშორების შემდეგ, ჰილარი სუონკი დედასთან ერთად ღამეებს მანქანაში ათევდა, შემდეგ კი, ორივე მათგანი 75 დოლარით ლოს-ანჯელესისკენ გაემართა, რათა იქ კარიერა აეწყო.
კრის პრატმა ახალგაზრდობა ჰავაიში გაატარა და მინივენში ეძინა, პარალელურად კი, ყოველდღიური სამუშაოებით ირჩენდა თავს.
ჯენიფერ ლოპესს მოცეკვავის კარიერის დაწყებამ ოჯახთან გაურთულა ურთიერთობა. დედის წინააღმდგომის მიუხედავად, ის სახლიდან წავიდა და ჯენეტ ჯექსონის მოცეკვავეთა გუნდს შეუერთდ.
ედ შირანს 2011 წლის სამუსიკო დებიუტამდე ღამეების თენება მეგობრების მისაღებ ოთახებში უწევდა. როგორც მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია, ვარსკვლავს მეტროსთვისაც ხშირად შეუფარებია თავი.
შანიე თვეინმა ბავშვობა ოჯახთან ერთად უსახლკაროთა თავშესაფარში გაატარა.
ჰედერ მილსი სამოდელო კარიერის დაწყებამდე თუ პოლ მაკარტნიზე დაქორწინებამდე, ოჯახში არსებული არასასურველი მდგომარეობის გამო, მოხეტიალე ცირკს შეუერთდა.
ავტორი