“თქვენ მე მგონი, რაღაცა სხვანაირად გაიგეთ, თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს, _ ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე დეპუტატებს _ ირაკლი ბერაიასა და თეონა აქუბარდიას შორის დაპირისპირებას.
“სინამდვილეში საუბარი იყო რაზე – სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები, ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თქვენ გაიგეთ ეს ფრაზა სხვანაირად, არ ვიცი მე, რატომ გაიგეთ ასე”, _ თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება იყო ოცნების დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის.
დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
” მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”. _ თქვა ბერაიამ.