მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა.
ინფორმაცის სოციალურ ქსელში ზვიად აბაშიძის მეგობრებმა გაავრცელეს.
მომღერალი ნინი შერმადინი:
„ზვიად რანაირად დავიჯერო ეხლა ეს? რა დავწერო, რანაირად გამოვხატო გულისტკივილი, რანაირად…. შენი ფრაზა იყო ნუცას სკოლაში, რა კარგები ვართ, ნეტა არ დავიხოცნეთო. შენთან რა უნდოდა სიკვდილს ბიჭო“. – წერს ნინი შერმადინი. ნინი და ზვიად აბაშიძე „ნუცას სკოლის“ პირველი თაობის წარმომადგენლები იყვნენ.
მეგობრის გარდაცვალებაზე წერს მომღერალი გოგა მესხი.
„არ ვიცი ეხლა რა უნდა დავწერო??????????
რა სიტყვები უნდა მოვძებნო იმ ტკივილის გამოსახატად ეხლა რასაც ვგრძნობ??????
ჩვენი ყველას ძმა აღარ არის
შეხვედრამდე ჩემო გულიანო ძმაო“. – წერს გოგა მესხი.
მამუკა ლომაშვილი:
„რა კაცი წავიდა. ნათელში იყავი… ძალიან ცუდი ამბავია”.
გიორგი ბუშელაშვილი:
„ყოველთვის მემახსოვრები, ზვიად, გენაცვალე ძმაო. მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. მოკლედ, ინტერესი დიდია, ყველას ვერ გწერთ. გარდაიცვალა საზღვარგარეთ. დავწერ როცა ჩამოასვენებენ…”.
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი:
„ძალიან ჩამწყდა გული ზვიად“
მომღერლისა და მსახიობის გარდაცვალების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.