გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველიში ყველგან გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, მაღალმთაში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექოდ. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი + 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის შუადღემდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 9 ნოემბრის დღის ბილომდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დილამდე მოსალიდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან შესაძლოა მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.