“მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომსა ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.
ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“დიახ, უკვე წელიწადნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ (რუსეთს). თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს (ომი) გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება…
ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია,” – თქვა ზურაბიშვილმა.