ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია _ გარდაცვლილი ნუგზარ მათითაიშვილია.
დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“წარმოუდგენელია, ნუგზარ! ეს რა დღე გათენდა, ჩვენო კეთილო და ალალ-მართალო ბიჭო!
როგორ უნდა ვანუგეშოთ შენი დედა, რა ვუთხრათ პატარებს”;
მშვიდობით, ძმაო. შევხვდებით მარადისობაში”
ეს რა ქენი, ბიჭო! _ წერენ სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭის ახლობლები.
სამძიმრის წერილი გაავრცელა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლამ.
“გუთურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები თანაუგრძნობენ ქალბატონ მზია ოსეფაიშვილს, ანა შარაშენიძესა და მალხაზ ოსეფაიშვილს დისშვილის ნუგზარ მათითაიშვილის გარდაცვალების გამო”.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზად მოცურება სახელდება.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ მათითაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს და ახლობლებს.