რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა Известия – თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის.
მისივე თქმით, რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები ამა თუ იმ ფორმით უახლოეს მომავალში აღდგება.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი მომავალში, რიაბკოვმა განაცხადა, რომ ეს “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული”.
„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველანაირად. ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებით.
არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები უახლოეს მომავალში აღდგება ამა თუ იმ ფორმით. ეს გამორიცხულია პრინციპული და პრაქტიკული მიზეზების გამო. თუ ვინმე დასავლეთში ფიქრობს, რომ გვჭირდება ეს ურთიერთობები, რომ რაღაც მომენტში მოვალთ და ვითხოვთ მათ აღდგენას, მაშინ ეს ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენაა.
რუსეთი ადრე მზად იყო მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ თანაბარი და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ახლა კი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება, ვერც კი წარმომიდგენია სიტუაცია და კონტექსტი, რომელშიც ეს შესაძლებელია” – თქვა ლავროვის მოადგილემ.
ავტორი