პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მიიღო „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში” შესატანი ცვლილება.
კანონპროექტის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მიკრობანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.