ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ერთ-ერთ მარკეტის შესასვლელი კარი დააზიანეს.
“დილით მარკეტში შესასვლელი კარი დამხვდა დაზიანებული. ამჯერად არაფერი არ არის წაღებული. არ ვიცი, რამ შეუშალათ ხელი.” – გვითხრა მარკეტის მეპატრონემ.
ინფორმაციისთვის ბოლო პერიოდში ეს მარკეტი ორჯერ გაქურდეს.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.
ავტორი