რამდენიმე დღეში ახალი წლის დადგომას ვიზეიმებთ. 2024 წლის მმართველი ხის მწვანე დრაკონი იქნება, რომლის შემობრძანებასაც მისი სურვილების გათვალისწინებით უნდა შევხვდეთ, რათა მმართველის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, მთელი წელი წარმატებულები და ბედნიერები რომ ვიყოთ.
ვერძი
ხის დრაკონს, ისევე როგორც თქვენ, უყვარს საზოგადოებაში თავის გამოჩენა. იმისათვის, რომ წელი ბედნიერად დაიწყოს და წარმატებულად გაგრძელდეს, მდიდრულად მორთეთ სახლი საახალწლო დეკორით. წლის მმართველის ფიგურა მოათავსეთ საძინებელში ან სახლის აღმოსავლეთ მხარეს. შეხვდით ახალ წელს მხიარულ გარემოში. სუფრაზე მოათავსეთ სხვადასხვა კერძი, – კრევეტებიდან დაწყებული შემწვარი შამპინიონებით დამთავრებული. სამოსიდან შეარჩიეთ ჰაეროვანი, მაგრამ პრაქტიკული და ორიგინალური დეტალებით გაფორმებული. ახალი წელი ფოიერვერკის გარეშე წარმოუდგენელია, იყავით ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად აანთეთ.
კურო
კუროსთვის რეკომენდებულია 2024 წლის შეხვედრა ისეთ სამოსში, რომელშიც ჭარბობს: ოქროსფერი, შავი, ყვითელი. სამკაული უნდა იყოს ელეგანტური, ძვირად ღირებული. იმისთვის, რომ წარმატება მიიზიდოთ, ნაძვის ხე მისაღების ჩრდილო-დასავლეთით მოათავსეთ და ტრადიციულად, ბურთებით, ციმციმებითა და გირლანდებით გააფორმეთ. თუ გსურს დრაკონის წელში მოგზაურობა, დაადეთ პატარა გლობუსი ნაძვის ხეს. თუ ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ ხეზე დაკიდოთ ზარები და ანგელოზები. სუფრაზე დაალაგეთ ხორციანი კერძები. იზრუნეთ დესერტზეც.
ტყუპი
ტყუპი გამუდმებით ისწრაფვის სიახლისკენ, უყვართ ცვლილება და ნათელი შთაბეჭდილებები. ამიტომ სტუმრების მოსვლამდე შინ შექმენით უჩვეულო პროგრამა დრაკონის წლის აღსანიშნავად. ოთახებში განათავსეთ მანათობელი სათამაშოები, წლის სიმბოლოს ფიგურები და დეკორაციები. მოაწყვეთ მხიარული შეჯიბრებები, ცეკვები და თამაშები. კარგი იქნება ძველი ტრადიციების გახსენებაც. ფინანსების მოსაზიდად მანდარინით გაუმასპინძლდით თქვენს მეგობრებს. მანდარინი აღმოსავლეთში ნიშნავს ოქროს, სიმდიდრეს. გააკეთეთ ნიღბები სტუმრებისთვის და მოაწყვეთ ორიგინალური კარნავალი.