დიდი ბრიტანეთის უილთშირის საგრაფოს მკვიდრი, 51 წლის ენდი პარკი თავის ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გაგიკვირდებათ და ბატონი ენდი „მოწყენილობისა და მარტოობის გამო“ შორეული 1993 წლიდან, 20 წლის ასაკში, საშობაო ნაძვის ხეს გაუმიჯნურდა.
„მიჯნური“ ბრიტანელი უკვე 31 წელია, ყოველდღიურად აღნიშნავს “შობას”. ცოტა ხნის წინ კი თანამემამულეებს მორიგი სიურპრიზი მოუწყო და „შეყვარებულზე“ ოფიციალურად დაქორწინება გადაწყვიტა.
„ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და თუ სხვები შინაურ ცხოველებზე ქორწინდებიან, მე რატომ არ შეიძლება ნაძვის ხეზე დავიწერო ჯვარი?” – განაცხადა ენდიმ.
მან “საცოლეს” უკვე უყიდა საჩუქრები, ნიშნობის ბეჭედი – ნაძვის ტოტზე ჩამოსაცმელად და ისეთ მღვდელს ეძებს, რომელიც ცერემონიალის აღსრულებას დათანხმდება.
ავტორი